2017 წლის 30 ივლისს უკრაინის ელჩმა ი.დოლგოვმა უკრაინის საელჩოს თავდაცვის ატაშე გენერალ–მაიორი ი.ოსტანეკოსთან ერთად მიიღო მომაწილეობა მასშტაბური მრავალეროვანი სამხედრო სწავლებების “Nobel Partner 2017” გახსნაში. სწავლებებში მონაწილეობენ ნატოს 5 წევრი–ქვეყნების და ალიანსის პარტნიორი სახელმწიფოების , მათ შორის უკრაინის სამხედრო მოსამსახურეები.
სწავლებები ჩატარდება ვაზიანის საწვრთნო ბაზაზე და გაგრძელდება 12 აგვისტომდე. მათში მონაწილეობენ 3000–დე სამხედრო მოსამსახურე და 500–დე საბრძოლო ტექნიკის ერთეული, კერძოდ ამერიკული ტანკები M1A2 Abrams, ამერიკული საბრძოლო მანქანები“სტრაიკერი”, სამხედრო–სატრანსპორტო ავიაცია და სხვა.
ნატოს წარმოადგენენ აშშ–ს, დიდი ბრითანეთის, სლოვენიის, გერმანიის და თურქეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები. ნატოს პარტნიორებს–უკრაინა, საქართველო და სომხეთი.
სწავლებებზე უკრაინა წარმოდგენილია საზღვაო ქვეითთა ოცეულით (უკრაინის შეირაღებული ძალების 30 სამხედრო მოსამსახურე), რომელიც ქართული მხარის მხრიდან უზრუნველყოფილია სამხედრო აღჭურვილობით, იარაღით და სამხედრო ტექნიკით.
სწავლებების მიზანია–სტაბილურობის, თავდაცვის ან შეტევის უზრუნველყოფის ოპერაციებში უნარების გაუმჯობესობა, ნატოს წევრთა და პარტნიორთა შეიარაღებული ძალების სამხედრო ურთიერთთავსებადობის ამაღლება, ნატოს რეაგირების ძალების საწვრთნელი შესაძლებლობების განვითარება და სწავლებების მონაწილე–ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება.