• A-
    A+
  • ქართული
  • Українською
  • English
უკრაინის უმაღლესი რადას დელეგაცია სამუშაო ვიზიტით იმყოფება საქართველოში.
12 ივნისი 2017 16:37

11–დან 15 ივნისამდე უკრაინელი პარლამენტარების დელეგაცია სამუშაო ვიზიტით იმყოფება საქართველოში. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან სახალხო დეპუტატები–საქართველოსთან პარლამენტთაშორისო კავშირების ჯგუფის წევრები ხვიჩა მეფარიშვილი, დმიტრო დობროდომოვი, დავით მარკარიანი, ოლეგ კუპრიენკო, იაროსლავ მარკევიჩი.

პირველ სამუშაო დღეს უკრაინულმა დელეგაციამ გამართა ცალკეული შეხვედრები  საქართველოს პარლამენტის სპიკერთან ირაკლი კობახიძესთან და საგარეო საქმეებში საპარლამენტო კომიტეტის  თავმჯდომარესთან სოფიო ქაცარავასთან და აგრეთვე ქართველ პარლამენტარებთან, კერძოდ თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის წარმომადგენლებთან და საქართველო–უკრაინა მეგობრობის ჯგუფის წევრებთან.

მხარეებმა განიხილეს პარლამენტთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები, ხაზი გაუსვეს კონტაქტების აქტივიზაციას მეგობრობის ჯგუფების და ორივე ქვეყნის პარლამენტების შესაბამისი პროფილური კომიტეტების დონეზე. შეხვედრების დროს მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო მოქმედებების კოორდინაციის საკითხებს საქართველოსა და უკრაინის ევროინტეგრაციული და ევროატლანტური მისწრაფებების რეალიზაციასთან დაკავშირებით და აგრეთვე უკრაინის უმაღლესი რადას და საქართველოს პარლამენტის მუდმივი დელეგაციების წევრებს შორის მჭიდრო ურთიერთქმედებებს პარლამენტთაშორისო ორგანიზაციების და საერთაშორისო ასამბლეების ფარგლებში. 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილესთან დავით ზალკალიანთან შეხვედრის დროს მხარეებმა ერთმანეთს მიულოცეს ქართულ–უკრაინული დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25–ე წლისთავი და ხაზი გაუსვეს დიპლომატიური, ეკონომიკური და კულტურული კავშირების მნიშვნელობას ჩვენს ქვეყნებს შორის.

უკრაინელმა პარლამენტარებმა საქართველოში საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან იგორ დოლგოვთან ერთად აგრეთვე ყვავილებით შეამკეს ტარას შევჩენკოს ძეგლი ქ.თბილისში.

უკრაინული დელეგაციის ვიზიტის პროგრამით დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის სხდომაში მონაწილეობა და აგრეთვე ერთობლივი შეხვედრა  საქართველო–უკრაინის მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფთან და უკრაინელ მოსწავლეებთან, რომელიც ჩატარდება 14 ივნისს ქუთაისში.

 

Outdated Browser
Для комфортної роботи в Мережі потрібен сучасний браузер. Тут можна знайти останні версії.
Outdated Browser
Цей сайт призначений для комп'ютерів, але
ви можете вільно користуватися ним.
67.15%
людей використовує
цей браузер
Google Chrome
Доступно для
  • Windows
  • Mac OS
  • Linux
9.6%
людей використовує
цей браузер
Mozilla Firefox
Доступно для
  • Windows
  • Mac OS
  • Linux
4.5%
людей використовує
цей браузер
Microsoft Edge
Доступно для
  • Windows
  • Mac OS
3.15%
людей використовує
цей браузер
Доступно для
  • Windows
  • Mac OS
  • Linux