თბილისში ვიზიტის ფარგლებში, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე სერგიი იაროვოი უკრაინის ეროვნული პოლიციის მეთაურთან სერგიი კნიაზევთან ერთად მონაწილეობა მიიღეს საზეიმო ღონისძიებებში საქართველოს პოლიციის დღესთან დაკავშირებით.
უკრაინული დელეგაცია მიიღო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გ.მღებრიშვილმა, რომელთან საუბრის დროს მხარეებმა განიხილეს ორივე ქვეყნის სამინისტროების თანამშრომლობის გაღრმავების გზები ყველა მიმართულებით.
სერგიი იაროვოიმა ქათველ კოლეგას გადასცა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტროს არსენ ავაკოვის მოწვევა ხელსაყრელ დროს განახორციელოს ვიზიტი უკრაინაში. აგრეთვე უკრაინულმა მხარემ მოიწვია ასი ქართველო პოლიციელების შვილები უკრაინის ბავშვთა ბანაკებში საზაფხულო დასვენებაზე.
თანამოსაუბრეები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს დროს ჩაატარებენ ორმხრივ კონსულტაციებს კიბერ–დანაშაულთან და ნარკოტრაფიკთან ბრძოლის სფეროში განოცდილების გაზიარებასთან და თანამშრომლობის განვითარებასთან დაკავშირებით.