უკრაინის პარლამენტის სპიკერის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დაიწყო სამხრივი შეხვედრით ნატო–ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან პ.ალლისთან და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ირაკლი კობახიძესთან. მოლაპარაკებების შემდეგ უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარემ მონაწილეობა მიიღო ნატო–ს სარარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაში, რომელიც ამ დრეებში ტარდება თბილისში.
აგრეთვე დღეს გაიმართა ა. პარუბიის ორმხრივი მოლაპარაკებები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ი.კობახიძესთან, შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან გ.მარგველაშვილთან, საქართველოს პრემიერ–მინისტრთან გ.კვირიკაშვილთან და საქართველოს პარლამენტის ფრაქციების ლიდერებთან.
ორივე მხრიდან დაადასტურეს მზადყოფნა გააგრძელონ ქართულ–უკრაინული მეგობრული და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ურთიერთობები და აღნიშნეს დამოუკიდებლობის, სახელმწიფო სუვერენიტეტის და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში ტერიტორიული მთლიანობის საკვანძო მნიშვნელობა.
მხარეებმა განიხილეს ერთობლივი ქმედებების კოორდინაციის ახალი დონის და სისტემატურობის აუცილებლობა. უკრაინელმა სპიკერმა გამოთქვა დარწმუნება, რომ უკრაინას და საქართველოს გააჩნია საერთო მომავალი და საერთო დავალებები, როგორიცაა–ინტეგრაცია ევროკავშირში და ნატოში.
უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ პატივი მიაგო იმ გმირთა ხსოვნას, რომლებმაც სიცოცხლე გაწირეს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის და სუვერენიტეტისათვის ბრძოლაში და ყვავილებით შეამკო გმირთა მონუმენტი (თბილისი).