• A-
    A+
  • ქართული
  • Українською
  • English
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება დონბასზე სიტუაციის გამწვავებასთან დაკავშირებით
31 იანვარი 2017 10:30

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა შეშფოთებას დონბასზე  რუსული ტერორისტული ძალების აქტივიზაციასთან დაკავშირებით.  

ბოლო 2 დღის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მასიური შეტევა  განახორციელეს მთელ საკონტაქტო ხაზზე  ყველა მათ ხელთ არსებული იარაღის მეშვეობით, მათ შორის  გამოიყენეს მინსკის შეთანხმებებით აკრძალული  MLRS "გრადი" , 152 მმ, 122 მმ  კალიბრის არტილერია,120 და 82 მმ ნაღმტყორცნები, ტანკები და სასროლო  იარაღი. რუსული იარაღისგან დაიღუპა რვა უკრაინელი სამხედრო, 26 კი დაშავდა.

 საცხოვრებელ რაიონებზე  თავდასხმების გამო დაზარალებულია მშვიდობიანი მოსახლეობა: დაიჭრა ორი მშვიდობიანი მოქალაქე. სრულად ელექტროენერგიის გარეშე დარჩა ქალაქი იასინუვატა და ავდიივკა,წყლის, ელექტროენერგიის და სითბოს გარეშეა   400,000 მეტი მშვიდობიანი მოქალაქე რეგიონში. მკაცრი ამინდის პირობების  და ბოევიკების მიერ თავდასხმების გაგრძელების გათვალისწინებით ,  ჰუმანიტარული სიტუაცია  ტერიტორიაზე კვლავ უარესდება.

 კრემლის ამგვარი ქმედებები  შეიძლება იქნას კვალიფიცირებული, როგორც ომის დანაშაული, 1949 წლის 12 აგვისტოს  ჟენევის კონვენციების უხეში დარღვევა , ქონების უკანონო, უმიზეზო  და ფართომაშტაბიანი  განადგურება, რომელიც  არ არის გამოწვეული სამხედრო აუცილებლობით.

 აშკარაა, რომ  დონბასზე მიმდინარე ესკალაცია   მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთის ფედერაცია კვლავ აგრძელებს მინსკის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების  უხეშ იგნორირებას , და მისი მიზანია არ დაუშვას სიტუაციის სტაბილიზაცია  და რაიმე პროგრესის მიღწევა უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ სფეროებში.

 რუსეთის ფედერაციისგან  მოვითხოვთ  საბრძოლო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტას და ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის მკაცრ დაცვას.

 თხოვნით მივმართავთ  საერთაშორისო პარტნიორებს, გააძლიერონ  პოლიტიკური და დიპლომატიური ზეწოლა კრემლზე, რათა  შეჩერდეს სახიფათო ესკალაცია დონბასზე  და  თავიდან აიცილოს ჰუმანიტარული კატასტროფა  რეგიონში.

Outdated Browser
Для комфортної роботи в Мережі потрібен сучасний браузер. Тут можна знайти останні версії.
Outdated Browser
Цей сайт призначений для комп'ютерів, але
ви можете вільно користуватися ним.
67.15%
людей використовує
цей браузер
Google Chrome
Доступно для
  • Windows
  • Mac OS
  • Linux
9.6%
людей використовує
цей браузер
Mozilla Firefox
Доступно для
  • Windows
  • Mac OS
  • Linux
4.5%
людей використовує
цей браузер
Microsoft Edge
Доступно для
  • Windows
  • Mac OS
3.15%
людей використовує
цей браузер
Доступно для
  • Windows
  • Mac OS
  • Linux