უკრაინამ შეიტანა სარჩელი გაეროს საერთაშორისო სასამართლოში, რათა რუსეთის ფედერაცია პასუხისგებაში მიეცეს უკრაინის წინააღმდეგ ტერორიზმის და დისკრიმინაციის აქტების განხორციელებისათვის. სარჩელი შეტანილია ტერორიზმის დაფინანსებასთან ბრძოლის შესახებ საერთაშორისო კონვენციის და რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ საერთაშორისო კონვენციის ფარგლებში.
უკრაინა აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაცია არღვევს ტერორიზმის დაფინანსებასთან ბრძოლის შესახებ საერთაშორისო კონვენციას იმ უკანონო შეიარაღებული ფორმირებებისთვის იარაღის და სხვა დახმარების მიწოდების გზით, რომლებმაც ჩაიდინეს ტერორისტული აქტების რიგი უკრაინის ტერიტორიაზე. რუსეთის მარიონეტების ყველაზე ტრაგიკულ ტერორისტულ თავდასხმებს შეიძლება მიეკუთვნოს მალაიზიური ავიახაზების MH17 რეისის თვითმფრინავის ჩამოგდება, მარიუპოლის და კრამატორსკის საცხოვრებელ რაიონებზე იერიშის მიტანა, ვოლნოვახას მახლობლად სამოქალაქო სამგზავრო ავტობუსის განადგურება და სასიკვდილო აფეთქება ხარკოვში მშვიდობიანი შეკრების დროს.
გარდა ამისა, უკრაინა აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაცია არღვევს რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ საერთაშორისო კონვენციას, როდესაც მონაწილეობას იღებს არარუსულ საზოგადოებებთან დაკავშირებით დისკრიმინაციის კამპანიაში, რომლებიც ცხოვრობენ ყირიმის ნახევარკუნძულის ოკუპირებულ ტერიტორიაზე , კერძოდ, ეთნიკური უკრაინელების და ყირიმელი თათრების. უკანონო "რეფერენდუმიდან" დაწყებული, რომელიც გაიმართა დაშინების ატმოსფეროში, რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლება ახორციელებს ამ თემების კულტურული განადგურების პოლიტიკას. ამგვარი დისკრიმინაციული პოლიტიკა დაგმო გაეროს გენერალურმა ასამბლეამ და ის გამოიხატება ყირიმელი თათრების მეჯლისის საქმიანობის აკრძალვაში, გაუჩინარების ტალღაში, მკვლელობებში, უკანონო ჩხრეკებში, დაპატიმრებებში, მედიის მაუწყებლობის შეწყვეტის მცდელობებში, და უკრაინული და ყირიმულ–თათრული ენის სწავლებაზე შეზღუდვებში.
"უკრაინაში უკანონო აგრესიის ფარგლებში, რუსეთის ფედერაცია უგულებელყოფს ადამიანის ძირითად უფლებებს, რომლებიც ყველა უკრაინის მოქალაქეს გააჩნია ", - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პავლო კლიმკინი."ჩვენ შევეცადეთ მოგვეგვარებინა არსებული დავები მოლაპარაკების გზით ორი წლის განმავლობაში, მაგრამ რუსეთს არ სურს შეწყვიტოს საერთაშორისო სამართლის დარღვევა. ასე რომ, ჩვენ სარჩელი შევიტანეთ გაეროს საერთაშორისო სასამართლოში, რათა რუსეთის ფედერაცია პასუხისგებაში მიეცეს ამ დარღვევებისთვის და აღდგენილ იქნან უკრაინელი ხალხის უფლებები, რომლებიც გარანტირებულია ამ საერთაშორისო ხელშეკრულებებით, რომელთა წევრი არის რუსეთის ფედერაცია ".
უკრაინა ასევე მიმართა გაეროს საერთაშორისო სასამართლოს თხოვნით, რათა შემოღებულ იქნას დროებითი ღონისძიებები სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განხილვის დროს რუსეთის მხრიდან ადამიანის უფლებების დარღვევის გაგრძელების თავიდან ასაცილებლად.