უკრაინის საელჩო საქართველოში ღრმა მწუხარებით მიიღო ამბავი უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის ა.კვიტაშვილის მამის–მ.კვიტაშვილის მოულოდნელი გარდაცვალების შესახებ.
გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებთ ა.კვიტაშვილს ამ გამოუსწორებელ დანაკარგთან დაკავშირებით.
იმ ადამიანების მეხსიერებაში, ვინც იცნობდა მ.კვიტაშვილს, ის სამუდამოდ დარჩება კეთილ, გულისხმიერ და სამართლიან ადამიანად, რომელიც იყო უსაზღვროდ ერთგული თავისი პროფესიული მოვალეობისადმი.