2015 წლის 10 მაისს საქართველოში მცხოვრებ უკრაინელთა ასოციაციის კულტურულ–საგანმანათლებლო ცენტრის შექმნის 20 წლისთავთან დაკავშირებით, ქ.თბილისში გაიმართა უკრაინული დიასპორის წარმომადგენელთა საზეიმო სხდომა.
ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა გამოფემა ცენტრის 20–წლიანი ისტორიის შესახებ და საზეიმო კონცერტი.
შეკრების წევრებს მიულოცა უკრაინის ელჩი ვ.ციბენკო, რომელმაც, სხვათა შორის აღნიშნა, რომ 20–წლიანი საქმიანობის განმავლობაში კულტურულ–საგანმანათლებლო დაწესებულებამ გაიარა ჩამოყალიბების და აღიარების დიდი და საინტერესო გზა. ამჟამად ეს არის საქართველოში უკრაინული ტრადიციების და კულტურის შენარჩუნებისა და განვითარების ავტორიტეტული დაწესებულება, მისი მიღწევებით ამაყობენ უკრაინაში და მის ფარგლებს გარეთ.
დიპმისიის ხელმძღვანელის განმარტებით, ამაში დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოში მცხოვრებ უკრაინელთა ასოციაციის თავმჯდომარეს მიხაილო ბორისს.
ვ.ციბენკომ ასევე თბილად მიულოცა ღონისძიებაზე მოსულ ვეტერანებს გამარჯვების დღე.


