საქართველოში უკრაინის საელჩო გამოხატავს ღრმა მწუხარებას დონბასზე 18 აპრილს უკრაინის თავისუფლებისათვის და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული გიორგი ჯანელიძის ნათესავებს და ახლობლებს.
ამ დღეს ჩვენ ვგლოვობთ ქართველ ხალხთან ერთად და გამოვთქვამთ გულწრფელ მადლიერებას საქართველოს მთავრობასა და ხალხისადმი,უკრაინის მხარდაჭერისათვის ამ რთულ დროს.
დიდება და მარადიული ხსოვნა გიორგი ჯანელიძეს!