2015 წლის 25 მარტს გაიმართა შეხვედრა უკრაინის ელჩს ვასილ ციბენკოსა და საქართველოს სპორტისა და ახალგაზდრობის საქმეთა მინისტრს ლევან ყიფიანს შორის, რომლის დროსაც განხილულ იქნა საკითხთა რიგი, დაკავშირებული ორ ქვეყანას შორის სპორტის და ახალგაზრდობის პოლიტიკის სფეროში თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივის შესახებ.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს უკრაინასა და საქართველოს სპორტულ და ახალგაზრდულ ორგანიზაციებს შორის ურთიერთქმედების მაღალ დონეს და აღნიშნეს მისი შემდგომი განვითარების მნიშვნელოვანი პოტენციალი.
თანამოსაუბრეები თანხმდებიან, რომ ამას ხელს შეუწყობს დარგობრივ სამინისტროებს შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის ხელმოწერა უახლოეს დროს და საერთაშორისო შეჯიბრებში, რომლებიც ჩატარდება საქართველოში, უკრაინელი სპორტსმენების მონაწილეობა.
ვ.ციბენკომ და ლ.ყიფიანმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ანტიტერორისტული ოპერაციის ზონიდან უკრაინელი ბავშვების საქართველოში გამოჯანსაღების საკითხებს, ასევე აღნიშნეს აღნიშნული საქმის გაგრძელების მნიშვნელობას, რომელიც იყო წამოწყებული საქართველოს მტავრობის ინიციატივით 2014 წელს.