2015 წლის 9 მარტს გამოჩენილი უკრაინელი პოეტის და მწერლის ტარას შევჩენკოს დაბადების დღეს უკრაინული დიასპორის, ქართული საზოგადოების წარმომადგენლებმა და საელჩოს თანამშრომლებმა ყვავილებით შეამკეს დიდი კობზარის ძეგლი თბილისში.
ღონისძიებების ფარგლებში 2015 წლის 19 თებერვალს დასრულდა პოეტის სახელობის ენისა და ლიტერატურის მოსწავლეთა და სტუდენტური ახალგაზრდობის მე–V საერთაშორისო კონკურსის წინა ფინალური ეტაპი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს ახალგაზრდობის 20–ზე მეტმა წარმომადგენელმა.
გარდა ამისა, ა.წ. მარტში ჩატარდება «მრგვალი მაგიდა»: «ტარას შევჩენკოს სახალხო ჰიმნი და უკრაინის სახელმწიფო ჰიმნი მიხეილ ვერბიცკის მუსიკაზე».