2015 წლის 24 თებერვალს, გამოჩენილი უკრაინელი პოეტის ლესია უკრაინკას დაბადებიდან 144–ე წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში, კეთილი ტრადიციის შესაბამისად, საქართველოში უკრაინის ელჩმა ვასილ ციბენკომ, ხაშურის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარესთან გიორგი გურასპაშვილთან, და აგრეთვე საქართველოში ლესია უკრაინკას საზოგადოების, ადგილობრივი საზოგადოების და მასმედიის წარმომადგენლებთან ერთად ყვავილებით შეამკო უკრაინელი პოეტის და მწერლის ლესია უკრაინკას ძეგლი ქ.სურამში.
სტუმრებმა ასევე ეწვიეს მისი სახელობის მუზეუმს, სადაც ლესია უკრაინკას სახელობის სურამის № 3 სკოლის მოსწავლეების შესრულებით გაისმა ნაწყვეტები პოეტის შემოქმედებიდან.
