უკრაინის ელჩი ვასილ ციბენკო და მთავრობის კანცელარიის თავმჯდომარე მაია ცქიტიშვილი, 2015 წლის 4 თებერვალს გამართულ შეხვედრაზე, განიხილეს ქართულ-უკრაინული თანამშრომლობის ზოგიერთი ასპექტი თანამედროვე ეტაპზე.
მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ახლა უკრაინისთვის დადგა ძალიან რთული დრო, ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის წარმატებულად გრძელდება და მათ გააჩნია დიდი პოტენციალი მომავალშიც.
ამ მხრივ, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ი.ღარიბაშვილის უკრაინაში ვიზიტის მომზადებას. მხარეებმა გამოავლინეს პოზიციების რიგი, რომლებზეც აქტიურად იმუშავებენ ორივე ქვეყანის სამინისტროები და უწყებები.
გარდა ამისა, საუბრის ცენტრში მოიქცა საკითხები, დაკავშირებული უკრაინელი სპეციალისტების მიერ რეფორმების გატარების კუთხით საქართველოს გამოცდილების შესწავლას, მათ შორის საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის კონტექსტში. აღინიშნა, რომ ამ მნიშვნელოვან საკითხს ხელს შეუწყობს მთავრობათაშორისი დელეგაციების გაცვლა, მათ შორის საქართველოში მინისტრთა კაბინეტის მინისტრის გ.ონიშჩენკოს ვიზიტი , რომელიც გაიმართება უახლოეს დროს.