2014 წლის 21–28 ნოემბერს საქართველოში უკრაინის საელჩოში გაიმართა გამოფენა "ევრომაიდანი: საკუთარი ისტორია", რომელზეც წარმოდგენილი იყო უკრაინის და მსოფლიოს, მათ შორის საქართველოს საუკეთესო ფოტოჟურნალისტების და დოკუმენტალისტების ფოტოგრაფიული ნაშრომები.
სურათების გამოფენა მოიცავდა ევრომაიდანის პირველი დღეების მოვლენებს. საკუთარ ფოტოებში ავტორებმა შეძლეს აქციების და მიტინგების მონაწილეების ყველა ემოციის, დამოუკიდებლობის მოედანზე არსებული ბანაკის სულისკვეთების გადმოცემა, და რაც მთავარია - მზადყოფნა გააერთიანონ ძალისხმევა, რათა მიაღწიონ საერთო მიზანს.
21 ნოემბერს, ღირსების და თავისუფლების დღეს , გამოფენის გახსნის დროს, საქართველოში უკრაინის ელჩმა ვასილ ციბენკომ, სხვა საკითხებთან ერთად, აღნიშნა, რომ ერთი წლის წინ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაზე უარის თქმამ გამოიწვია მილიონობით უკრაინელს შორის, რომლებიც ცდილობდნენ ევროკავშირში ინტეგრაციას. ასობით ათასი ადამიანი იდგა, რათა დაიცვან ევროპულ თანამეგობრობასთან შეერთების და საკუთარ ქვეყანაში ღირსეულად ცხოვრების სურვილი. ეს მოვლენა გააშუქეს არა მარტო უკრაინელმა ფოტოგრაფებმა, ოპერატორებმა და ჟურნალისტებმა, არამედ მთელი მსოფლიოს ათობით სხვა ჟურნალისტმაც.
ასევე სტუმრებს შორის იმყოფებოდა გამოფენაზე წარმოდგენილი ფოტოების ერთ-ერთი ავტორი - ქართველი ფოტორეპორტიორი ზურაბ ქურციკიძე, რომელმაც გაუზიარა სტუმრებს თავისი შთაბეჭდილებები ევრომაიდანზე მის ყოფნის დროს.
ექსპოზიცია მოინახულა 2 ათასზე მეტმა სტუმარმა, მათ შორის იყვნენ საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და მისიების, უკრაინული დიასპორის, მასმედიის, ქართული საზოგადოების წარმომადგენლები, სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები.
საერთაშორისო პროექტი "ევრომაიდანი: საკუთარი ისტორია", რომლის კურატორი არის ქრისტინა შესტაკი და პარტნიორი - ქოლგა თბილისი ფოტო, მოიცავს უკრაინის და მსოფლიოს, მათ შორის საქართველოს საუკეთესო ფოტოჟურნალისტების და დოკუმენტალისტების ფოტოგრაფიულ ნაშრომებს: ბოგდან ივანი (უკრაინა, Freelance), ზურაბ ჯავახაძე (რუსეთი,ИТАР-ТАСС), იური კოზირევი (რუსეთი, NOOR photo სააგენტო), ალექსი კუზმინი (უკრაინა, Freelance), ზურაბ ქურციკიძე (საქართველო, European Pressphoto Agency), ანდრეი ლომაკინი (უკრაინა, ჟურნალი "კვირა"), ეფრემი ლუკაცკი (უკრაინა, Associated Press), ევგენი მალოლეტკა (უკრაინა, UNIAN), ანატოლი მალცევი (რუსეთი, European Pressphoto Agency), ვლადისლავ მუსიენკო (უკრაინა, UNIAN), ვალენტინ ოგირენკო (უკრაინა, სააგენტო "უკრაინის ახალი ამბები"), დინა ოგანოვა (საქართველო),მიხეილ პალინჩაკი (უკრაინა), მიხეილ პეტიახი (უკრაინა), ოლეგ პეტრასიუკი (უკრაინა, უკრინფორმი), სერგეი პონომარიოვი (რუსეთი, გაზეთი The New York Times), ალექსანდრე რატუშნიაკი (უკრაინა, Freelance), ვიტალი სალო (უკრაინა, Freelance), სიდგერ ფილიფი (Filip Singer, ჩეხეთი, European Pressphoto Agency), ვლად სოდელი (უკრაინა, გაზეთი"კომერსანტი"), ანატოლი სტეფანოვი (უკრაინა), ოქსანა იუშკო (რუსეთი),ოლგა იაკიმოვა (უკრაინა, "ერა მედია").