ძვირფასო მეგობრებო! 28 ივნისს, 19:00 საათზე, ქ. ბათუმის მერიისა და აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის მხარდაჭერით და საქართველოში უკრაინის საელჩოს ხელშეწყობით, ქ.
ბათუმის ზაფხულის თეატრში (Batumi Summer Theatre) გაიმართება შავი ზღვის მუსიკალური შემოქმედების ფესტივალი „კულტურების დიალოგი“.
ფესტივალის მიზანია მონაწილეებს შორის კულტურული გამოცდილების პოპულარიზაცია და გაცვლა. ღონისძიების ორგანიზატორები: პოლტავის სავაჭრო-სამრეწველო პალატა და რეგიონალური ბავშვთა საზოგადოებრივი ორგანიზაცია „სილამაზის საუკუნე“. დასწრება უფასოა. გეპატიჟებით ყველას!