• A-
    A+
  • ქართული
  • Українською
  • English
ყირიმის მკვიდრი მოსახლეობის -ყირიმელი თათრების ეროვნული დროშის დღესთან დაკავშირებით, 26 ივნისს, უკრაინის საელჩომ საქართველოში საზეიმოდ აღმართა ყირიმულ თათრული დროშა
26 ივნისი 2020 11:26

ყირიმის მკვიდრი მოსახლეობის -ყირიმელი თათრების ეროვნული დროშის დღესთან დაკავშირებით,  26 ივნისს, უკრაინის საელჩომ საქართველოში საზეიმოდ აღმართა ყირიმულ თათრული დროშა.

#CrimeanTatarFlagDay

ყირიმულ-თათრული დროშის დღე - ყირიმის მკვიდრი ხალხის, ყირიმელი თათრების ეროვნული დროშის    დღე ყოველწლიურად აღინიშნება 26 ივნისს. ყირიმულ-თათრული ეთნიკური დროშა პირველად დაამტკიცა ბახჩისარაიში ჩატარებულმა ყირიმელი თათრების პირველმა ყურულთაიმ 1917 წელს.

დროშა არის ცისფერ-ლურჯი ფერის ქსოვილი, რომელსაც ძალაუფლების სიმბოლო აქვს  - ოქროსფერი თამგა, რომელიც მდებარეობს მაღლა მარცხენა კუთხეში, ბოძთან ახლოს. დროშის პროპორციებს, მისი სიგანისა და სიგრძის თანაფარდობას - 1: 2 - მკაცრად იცავენ ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში. ისინი დამტკიცებულია  "ყირიმელი თათრების  ეროვნული დროშისა და ჰიმნის შესახებ" გადაწყვეტილებით, ყირიმელი თათრების  მეორე ყურულთაიზე, რომელიც ჩატარდა 1991 წლის 30 ივნისს. ცისფერი ქსოვილი და ოქროს თამგა არ იყო შემთხვევით არჩეული. თურქ ხალხებში ცისფერ-ლურჯი ფერი არის სიწმინდისა და თავისუფლების, პატიოსნებისა და ერთგულების, სრულყოფისა და სიმტკიცის სინონიმი. ლურჯი ფონის ერთადერთი ფერი  ხალხის ერთიანობის,  მშვიდობისა და კეთილდღეობის სურვილსუკავშირდება. თამგა (საგვარეულო ნიშანი) ყირიმში ყველა კეთილშობილურ ოჯახს ჰქონდა. თითოეულ თაობას ჰქონდა საკუთარი თამგა. როგორც წესი, გარკვეული გვარის შთამომავალი, მისი წინაპრის თამგას ახალ ელემენტს უმატებდა. ყურუმულ-თათრული დროშის დღე პირველად 2010 წელს აღინიშნა ყირიმის ახალგაზრდული ცენტრისა და სხვა ახალგაზრდული ორგანიზაციების ინიციატივით. ხოლო 2010 წლის 29 აგვისტოს ყირიმელი თათრების მე-V ყურულთაის მე-III სესიაზე გადაწყდა, რომ  ეროვნული დროშის დღის აღნიშვნა მოხდება 26 ივნისს - მე-II ყურულთაის გახსნის დღეს. მისი მიზანია ხალხის გაერთიანება და ყირიმულ-თათრული სიმბოლოების პოპულარიზაცია. მისი არსებობის მომენტიდან სხვადასხვა დროს იგი რეპრესიებს განიცდიდა. ამრიგად, 1929 წელს კომუნისტურმა ხელისუფლებამ ცისფერი დროშა  "ბურჟუაზიულ-ნაციონალისტურად" გამოაცხადა და აკრძალა მისი გამოყენება. ყირიმის თათრების დეპორტაციის ადგილებში 1944 წლის შემდეგ დროშის შენახვა საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ დანაშაულად ითვლებოდა. უკვე 1970-1980 წლებში ყირიმელი თათრების ახალგაზრდების დიდმა ნაწილმა არ იცოდა თუ როგორია მათი დროშა. დამოუკიდებელი უკრაინის დროს ყირიმელი თათრების ყირიმში დაბრუნების მომენტიდან დროშა  თავისი აღორძინება თავის ხალხთან ერთად დაიწყო.

რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში დროშა ოფიციალურად არ არის აკრძალული, კრემლის მიერ კონტროლირებადი მთავრობა ეროვნული სიმბოლოების  და თარიღების საშუალებით ცდილობს ყირიმელ თათრის მოსახლეობას ლოიალური გახადოს  და მსოფლიო საზოგადოებას დაუმტკიცოს პროპაგანდისტული მტკიცება ყირიმში   ხალხების "თანასწორობის" შესახებ. ამავე დროს, ყირიმულ-თათრული დროშის და სხვა ეროვნული სიმბოლოების ღია გამოყენებას  ზეწოლასა  და რეპრესიებს ექვემდებარება.

Outdated Browser
Для комфортної роботи в Мережі потрібен сучасний браузер. Тут можна знайти останні версії.
Outdated Browser
Цей сайт призначений для комп'ютерів, але
ви можете вільно користуватися ним.
67.15%
людей використовує
цей браузер
Google Chrome
Доступно для
  • Windows
  • Mac OS
  • Linux
9.6%
людей використовує
цей браузер
Mozilla Firefox
Доступно для
  • Windows
  • Mac OS
  • Linux
4.5%
людей використовує
цей браузер
Microsoft Edge
Доступно для
  • Windows
  • Mac OS
3.15%
людей використовує
цей браузер
Доступно для
  • Windows
  • Mac OS
  • Linux