2026 წლის 12 მარტს შედგა საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის დმიტრო ბერეჟნის შეხვედრა თბილისის მერ კახაბერ კალაძესთან.
კ. კალაძეს მადლობა გადაუხადეს უკრაინის მიმართ სოლიდარობისთვის რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიის პირობებში და იმ გრძელვადიანი და ეფექტური პრაქტიკული დახმარებისთვის, რომელიც ქ. თბილისმა გაუწია უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ ომის შედეგად დანგრეული სახლები და თავშესაფარი ეპოვათ საქართველოში.
ცალკე მადლობა გადაუხადეს ქართულ მხარეს რუსეთის თავდასხმების შედეგად დაზარალებული უკრაინელი ბავშვების რეაბილიტაციის პროექტების განხორციელებისა და საქართველოს მთავრობის მიერ ჩვენი ქვეყნის სუმის ოლქის მაცხოვრებლების საჭიროებებისთვის ჰუმანიტარული დახმარების სახით 9 მაღალი სიმძლავრის გენერატორის გადაცემისათვის.
საუბრისას მხარეებმა განიხილეს ჰუმანიტარული და ქართულ-უკრაინული რეგიონული თანამშრომლობის ფართო სპექტრი, კერძოდ, ეკონომიკურ, სოციალურ, სამეცნიერო-ტექნიკურ, ეკოლოგიურ, კულტურულ და სხვა სფეროებში.
უკრაინული მხარე დიდად აფასებს ქ.თბილისის მერიასთან კონსტრუქციულ თანამშრომლობას და იმედოვნებს,რომ ორმხრივი ქართულ-უკრაინული ურთიერთობები საერთაშორისო და რეგიონულ დონეზე შემდგომშიც განვითარდება.