2025 წლის 23 აგვისტოს, უკრაინის სახელმწიფო დროშისა და უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, აჭარაში მდებარე უკრაინულ სახლს ეწვივნენ მაღალი რანგის სტუმრები: საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, უკრაინული დიასპორა და საზოგადოება, ქართული საზოგადოება და სამხედრო ატაშეები.
თავის მისასალმებელ სიტყვაში, საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა რომან იაკოვენკომ მაღალი შეფასება მისცა რუსი აგრესორის წინააღმდეგ ბრძოლაში უკრაინისთვის გაწეულ ყოვლისმომცველ მხარდაჭერას მსოფლიოს დემოკრატიული ქვეყნების მიერ. რომან იაკოვენკომ გულწრფელი მადლობა გადაუხადა უკრაინის პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებს გამარჯვებისა და სამართლიანი მშვიდობის აღდგენის საქმეში შეტანილი პირადი წვლილისთვის.
უკრაინელმა დიპლომატებმა, ორგანიზატორებმა და ღონისძიების სტუმრებმა მიესალმნენ ქართული საზოგადოებრივი ორგანიზაციის „პოპულუს რეის“ დამფუძნებლისა და ხელმძღვანელის, ლანა ღვინჟილიას პრეზენტაციას, რომელიც ეხებოდა საქართველოში საქველმოქმედო კამპანიის ჩატარებას უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინიციატივის „ფოლადის მოკავშირეები: თანხის შეგროვება სახმელეთო რობოტებისთვის, რომლებიც სიცოცხლეს არჩენენ“ მხარდასაჭერად United24 პლატფორმის მეშვეობით.
დამსწრეებმა ასევე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას და უკრაინის სახელმწიფო დროშის გაშლის საზეიმო ცერემონიის უშუალო მონაწილები გახდნენ .
უკრაინისა და უკრაინელების მიმართ თბილი მხარდაჭერის , ჩვენი სახელმწიფოს გამარჯვებაში და სამართლიანი მშვიდობისა და უკრაინის ევროპული მომავლის რაც შეიძლება მალე აღდგენაში რწმენის სიტყვები გამოთქვეს საერთაშორისო ორგანიზაცია «ქეა კავკასიის» ჰუმანიტარული პროგრამების დირექტორმა ს. ქამუშაძემ და გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენელმა ლ. ასათიანმა.
სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ენახათ უკრაინელი მხატვრის, ნიკიტა ტიტოვის ფანტასტიკური ნამუშევრები, საქართველოში უკრაინული ბიზნესის მარკეტფლეისზე საინტერესო სიახლეები , ასევე შეეძინათ სუვენირები საქველმოქმედო ბაზრობაზე, რომელიც მხარს უჭერდა პროექტს „ფოლადის მოკავშირეები: თანხის შეგროვება სახმელეთო რობოტებისთვის, რომლებიც სიცოცხლეს არჩენენ“ United24 პლატფორმის მეშვეობით.
უკრაინის საელჩო საქართველოში უდიდეს და გულწრფელ მადლობას უხდის ყველა სამხედრო ატაშეს, დიპლომატს და მათი ოჯახის წევრებს, უკრაინული და ქართული ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებმაც ჩვენთან ერთად აღნიშნეს მნიშვნელოვანი თარიღები - უკრაინის სახელმწიფო დროშის დღე და დამოუკიდებლობის დღე.