2013 წლის 17 აპრილს ჩერნობილის ატომურ სადგურზე ავარიის 27–დე წლისთავთან დაკავშირებით ჩერნობილის გმირების სახელობის სახანძრო უსაფრთხოების აკადემიის , უკრაინელი პედაგოგების კავშირის და დასავლეთ საქართველოს ჩერნობილელთა კავშირის მხარდაჭერით საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო დარბაზში გაიხსნა გამოფენა „ჩერნობილი. 27 წლის შემდეგ... ».
ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ჩერნობილის გმირების სახელობის სახანძრო უსაფრთხოების აკადემიის თანამშრომლის, ნიჭიერი ჩერკასელი ფოტოგრაფის იგორ ბურლიაის 60 სურათი.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან საქართველოში უკრაინის საელჩო და საქართველოს ეროვნული არქივი.
გამოფენის გახსნის დროს, საქართველოში უკრაინის ელჩმა აღნიშნა, რომ «ჩერნობილის გახსენების დროს, ჩვენ არა მარტო პატივს ვაგებთ მათ ხსოვნას, ვინც თავისი სიცოცხლის და ჯანმრთელობის ფასად გააკეთა ყველაფერი, რათა ხელი შეეშალა სხვადასხვა ქვეყნების ათობით მილიონ მოქალაქეებისათვის მოვლენების ტრაგიკულ განვითარებას, არამედ საზოგადოების ყურადღებას ვამახვილებთ უდავო ფაქტზე: გარკვეულ პირობებში სამეცნიერო და ტექნოლოგიური პროგრესის არასწორ გამოყენებას ხშირად მოაქვს დიდი და გამოუსწორებელი უბედურება.
სწორედ ასეთი უბედურება შეემთხვა უკრაინაში 1986 წლის აპრილში.
მის მწარე შედეგებს: ადამიანურს, მატერიალურს, ფინანსურს ჩვენი ხალხი გრძნობს დღემდე.
იმაზე, როგორ ცხოვრობდნენ უკრაინაში ამ რთული წლების განმავლობაში, და ასევე ამჟამად რა აღელვებთ მათ, გვიყვება ეს ფოტოგამოფენა. ».
საქართველოს ეროვნულ არქივში გამოფენა გაგრძელდება 24 აპრილამდე, და შემდეგ იქნება წარმოდგენილი ქუთაისში.
***
ავარია ჩერნობილის ატომურ სადგურზე მოხდა 1986 წლის 26 აპრილს. აფეთქების დროს გარემოში მოხვდა რადიოაქტიური ნივთიერებების დიდი რაოდენობა. ჩერნობილის კატასტროფის შედეგად დაზარალდა 5 მილიონზე მეტი ადამიანი, რადიოაქტიური ნუკლიდებით დაბინძურდა ბელორუსიის, უკრაინას და რუსეთის 5 ათასზე მეტი დასახლებული პუნქტი, მათ შორის –2218 უკრაინული ქალაქი და სიფელი, სადაც ცხოვრობს 2,4 მილიონზე მეტი ადამიანი.