2013 წლის 25 თებერვალს ლესია უკრაინკას დაბადებიდან 142–ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოში უკრაინის ელჩი ვასილ ციბენკო ხაშურის რაიონის ხელმძღვანელობასთან დავით ლომიძეს და გიორგი ბერაიას სახით, აგრეთვე საქართველოში ლესია უკრაინკას ამხანაგობის, ადგილობრივი საზოგადოებრიობის და მასმედიის წარმომადგენლებთან ერთად ყვავილებით შეამკეს უკრაინელი პოეტის და მწერლის ძეგლი ქალაქ სურამში.
ღონისძიებების მონაწილეებმა მოინახულეს ქ.ნოვოგრად–ვოლინსკის ხელოვნების სკოლის მოსწავლეების საბავშვო ნახატების გამოფენა „ლესია უკრაინკა–ბავშვების თვალებით», რომელიც წინა დღეს წარმოდგენილი იყო უკრაინის დიპლომატიური მისიის კულტურულ–საინფორმაციო ცენტრში ქალაქ თბილისში.
სადღესასწაულო ღონისძიებები საზეიმო კონცერტით დასრულდა ლ.უკრაინკის სახელობის №3 სურამის სკოლის მოსწავლეების შესრულებით, რომლის დროსაც გაისმა პოეტის ლექსები, და აგრეთვე უკრაინული და ქართული სიმღერები.
***
ლესია უკრაინკას ცხოვრების და შემოქმედების გზა განუყოფელად დაკავშირებულია საქართველოსთან, სადაც იგი ათი წლის განმავლობაში პერიოდულად ცხოვრობდა და მუშაობდა. ქართული მიწის, ბუნების და ხალხის მიმართ სიყვარულმა მნიშვნელოვნად იმოქმედა მისი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაზე და ქართული ერის მიმართ განწყობაზე, რაც გამოიხატებოდა სიტყვებში: „მე რომ უკრაინელი არ ვიყო, ვისურვებდი ქართველი ვყოფილიყავი», იმიტომ რომ „ აქ პოეზიის მოპოვება არ არის საჭირო, პოეზია თავად არის გარშემო...».
სწორედ აქ, მძიმე ავადმყოფი, ის აგრძელებდა მუშაობას მის ცნობილ ნამუშევრებზე, როგორიცაა : «ტყის სიმღერა», «ქვის ბატონი», «რუფინი და პრისცილა». აქ – საკურორტო ქალაქ სურამში – დასრულდა მისი ცხოვრების გზა.