უკრაინი საელჩოს საქართველოში

Kyiv 22:32

უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ვასილი ციბენკოს პასუხები Georgianreview.ge-ს რედაქტორის - ირაკლი ტაბლიაშვილის კითხვებზე - ჩვენ ბრწყინველე მომავალი გველოდება!

21 მაისი 2015, 16:35

უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ვასილი ციბენკოს პასუხები Georgianreview.ge-ს რედაქტორის – ირაკლი ტაბლიაშვილის კითხვებზე

ბ-ნო ელჩო, პირველ რიგში, ჩვენი მკითხველი დაინტერესებულია თემით – უკრაინაში დღეს შექმნილი ვითარება – რამდენად ძლიერია ახალი ხელისუფლება? აკონტროლებს თუ არა ის ვითარებას არა მხოლოდ ქვეყნის ცენტრალურ თუ დასავლეთ რეგიონებში, არამედ სამხრეთშიც?

ვითარება უკრაინაში კვლავაც რთულია და ამის მიზეზები კარგად არის ცნობილი. ესენია:  რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია, რუსეთის მიერ თავსმოხვეული და მისგან მხარდაჭერილი ე.წ. ჰიბრიდული ომი დონბასში და ზემოთთქმულიდან გამომდინარე ეკონომიკაში წარმოქმნილი პრობლემები.

ამ ვითარებაში უკრაინის პრეზიდენტს მოუწია იმგვარი საკითხების გადაწყვეტა, რომლებსაც, ჩვენი სახელმწიფო პირველად შეეჩეხა.

ჩემი აზრით, მოცემულ ეტაპზე, ჩვენ შევძელით ღირსეული პასუხები გაგვეცა იმ გამოწვევებისა და საფრთხეებისათვის, რომლებიც ქვეყნის წინაშე იდგა.

შედეგები, რომლებიც ახლა ჩვენ გვაქვს, შემდეგია – ჩაიშალა რუსეთის გეგმა „ნოვორასიის“ შექმნის თაობაზედ;   საერთაშორისო თანამეგობრობამ გამოხატა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ფართო და თანმიმდევრული მხარდაჭერა; მოხდა რამდენიმე საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციის მიერ რუსეთის აგრესის შეფასება და დაგმობა.

დღევანდელი ხელისუფლება, ისე როგორც არასდროს, ერთიანია სახელმწიფოზე ზრუვის საქმეში. ის არა მხოლოდ აკონტროლებს ვითარებას ქვეყანაში, არამედ მიისწრაფვის, აქტიური ზეგავლენა მოახდინოს პროცესების განვითარებაზე; შესაძლებლობის ფარგლებში აკეთებს ყველაფერს  მშვიდობის აღსადგენად და დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ცალკეული რაიონების გარდა, ყველა  რეგიონში მართლწესრიგის დასამყარებლად.

ამასთან, დღევანდელ ხელისუფლებაში მუშაობს ბევრი ახალგაზრდა და ამბიციური პირი, რომლებმაც კარგად იციან, რა ხდებოდა დღეს უკრაინაში, როცა სახელმწიფო ხელისუფლება სუსტი და გაფანტული იყო – ის როგორც შიდა ისე გარე არამეგობართა  იოლი ნადავლი ხდებოდა.

როგორ ფიქრობთ, საკმარისია დასავლეთის მხარდაჭერა? როგორ უნდა დაშოშმინდეს რუსეთი, რომელიც არც მალავს თავის მიზნებს უკრაინის მიმართულებით.

ჩვენ დასავლეთს ვემადლიერებით იმ მხარდაჭერისათვის, რომელიც უკრაინამ მიიღო მისთვის რთულ პერიოდში.

დასავლეთის ძალისხმევისა და მხარდაჭერის გარეშე, ჩვენ ქვეყანაში ალბათ განსხვავებული ვითარება იქნებოდა. ხომ ფაქტია, თავდაპირველად რუსეთის ქმედებები მიმართული იყო ქვეყნის დაშლისაკენ;  რუსულენოვანი მოსახლეობის დაცვის შეფუთვით პრორუსული ფორმირებებისა და ანკლავების შექმნისაკენ.

შეიცვალა თუ არა მათი გეგმები დღესდღეობით? რა თქმა უნდა, არა! დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტები, რომლებიც კვლავაც იმართებიან კრემლიდან, სისტემატურად არღვევენ მინსკის შეთანხმებებს, ყოველდღიურად უხსნიან ცეცხლს უკრაინის არმიას და მშვიდობიან მოსახლეობას. შედეგად, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებების შემდეგაც კი, დაღუპულია ასამდე ჩვენი სამხედრო მოსამსახურე. რუსეთი კვლავაც ცდილობს უკრაინაში ვითარების დესტაბილიზაციას. მოსახლეობის უკმაყოფილების გაზრდას  და უნდობლობის გამოცხადებას ხელისუფლების მიმართ. ამისკენაა მიმართული რუსეთის უმძლავრესი ანტიუკრაინული პროპაგანდის მანქანაც, რომელსაც, უნდა ვაღიაროთ,  საკმაოდ ეფექტურად განახორციელებს რუსეთის მედია.

სწორედ ამიტომ, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური და პოლიტიკური სანქციები არა მხოლოდ უნდა შენარჩუნდეს, არამედ, უნდა გამკაცრდეს. ეს უნდა გაკეთდეს უკრაინასა და რეგიონში მშვიდობის დამყარებისათვის. კრემლმა უნდა გაიგოს, რომ მის მიერ საერთაშორისო და დაწესებული წესების დარღვევა, არ დარჩება ცივილიზებული სამყაროს ადეკვატური რეაქციის გარეშე.

ვაკვირდები რა მიმდინარ ემოვლენებს, სულ უფრო ვიხრები იმ აზრისკენ  – 2008 წლის აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, დასავლეთი რეზოლუციებით და განცხადებებით რომ არ შემოფარგლულიყო და რუსეთის მიმართ

უფრო კარდინალური ზომებისთვის რომ მიემართა, რუსეთი ვერ გაბედავდა ყირიმის ანექსიას და უკრაინაში ომის გაჩაღებას.

ბევრი დასავლელი ანალიტიკოსი აკეთებს პროგნოზს, რომ რუსეთის საბოლოო მიზანია არა დონბასი თუ მარიუპოლი, არამედ, სწორედ დედაქალაქი – კიევი. მაგალითად, ვესლი კლარკმა – აშშ-ს გადამდგარმა გენერალმა განაცხადა, რომ რუსეთი შტურმით წავა კიევზე. გაქვთ თუ არა თქვენ ასეთივე მოლოდინი? რეალურად რისკენ მიისწრაფვის რუსეთი?

ბევრი პოლიტიკოსისა და ექსპერტისათვის არაა საიდუმლო, რომ რუსეთი ეცდება  უკრაინის საკუთარ ინტერესთა სფეროში ნებისმიერი გზით შეინარჩუნებას..

რასაკვირველია, ამის გაკეთება იოლია, თუ ქვეყანაშია არის ქაოსი, ომი და ნგრევა, ხოლო ხელისუფლებაში არიან გედი, კიბო და ქარიყლაპია.

საბედნიეროდ, ვითარება უკრაინის საზოგადოებში, განსაკუთრებით მეიდანის შემდეგ, არსებითად შეიცვვალა.  საზოგადოება უფრო მომთხოვნი გახდა საკუთარი თავის, ხელისუფლების მიმართ… უფრო მზადმყოფი, რომ მოგვარდეს წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემები.

და ეს საუკეთესო ნიშანია, რომ ქვეყანა უკეთესობისაკენ შეიცვლება. ამავე დროს, ეს სულაც არ შედის რუსეთის გეგმებში. რადგან წარმატებული უკრაინა იქნება კრემლის დღევანდელი მფლობელების მარცხი, რასაც, ისინი, არასოდეს შეეგუებიან.

სავსებით ნათელია, რომ უახლოეს მომავალში მათი ქმედებები მიმართული იქნება დონბასში ვითარების დაძაბვისაკენ. მოსკოვისათვის მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ გაყინული კონფლიქტის შექმნა, არამედ, მისი სისხლმდინარე იარად ქცევა უკრაინისათვის, რომელიც არა მხოლოდ შეაფერხებს უკრაინის შიდა რეფორმებს, არა მხოლოდ განარიდებს უკრაინიდან ფინანსურ და ადამიანურ რესურსებს, არამედ გაყინავს უკრაინის სვლას ევროპისა და ნატოსაკენ. ფაქტია, არც ნატოს და არც ევროკავშირს არ უნდათ ქვეყანა, რომელშიც ომია. სწორედ ამას თვლის რუსეთი. სწორედ ასე იყო მოლდოვასა და საქართველოშიც.

რამდენადაა ომის მდგომარეობაში მყოფი ქვეყბისათვის აუცილებელი სწორედ რეფორმები? აქვს თუ არა მთავრობას დრო და სურვილი, გაატაროს რეფორმები? რამდენად სწრაფია ტემპი და რა პრობლემების წინაშეა ახლა ამ მხრივ უკრაინა?

როგორც შეხვედრის დასაწყისში აღვნიშნე, ფართომასშტაბიანი რეფორმები ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც სეპარატიზმის და საგარეო აგრესიის განეიტრალება. ქვეყნის მომავალი დამოკიდებულია სწორედ რეფორმების ეფექტურობაზე და ტემპზე.

ამიტომ, ყველა სფეროს გარდაქმნის კურსი შეუცვლელი და შეუქცევადია.

მე გეთანხმებით, რომ ჩვენ მთავრობას მართლაც ცოტა დრო აქვს, თუმცა, მას ესმის რომ სხვა გზა, უბრალოდ, არ არსებობს. თავად ცხოვრება გვავალდებულებს ეკონომიკის რეფორმირებას, კორუფციის აღმოფხვრას, ინვესტიციების მოზიდვას, ბიზნესის განვითარებისათვის და მოქალაქეთა ინიციატივების გაზიარებისათვის  თანამედროვე პირობების შექმნას. ამ მხრივ ცოტა როდია გაკეთებული: პარლამენტმა მიიღო შესაბამისი კანონები, შექმნილია ანტიკორუფციული ბიურო და გამარტივებულია მათი ადმინისტრირება, მთავრობაში მოწვეულნი არიან უცხოელი სპეციალისტები, მათ შორის, საქართველოდან.

მინდა აღვნიშნო, რომ  უკრაინის ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლების ყოფილი წევრების მაღალ თანამდებობებზე დანიშვნის თაობაზედ, არაა მიმართული არც საქართველოს და არც საქართველოს ხალხის წინააღმდეგ. გადაწყვეტილებები ნაკარნახევია მხოლოდ უკრაინის ეროვნული ინტერესებით.

საქართველო-უკრაინის ურთიერთობები – როგორი ურთიერთობები გვაქვს ახლა? რა პერსპექტივები აქვს ამ ურთიერთობებს და არის თუ არა რამე წინაღობები ამ ურთიერთობების განვითარების კუთხით? ჩვენს მკითხველს აგრეთვე აინტერესებს, როგორ აფასებთ პრეზიდენტ მარგველაშვილის ვიზიტს კიევში, რომელიც რამდენიმე კვირის წინ შედგა.

ყოველგვარი ფათოსურობის   გარეშე ვიტყვი, მიუხედავად უკრაინაში დღესდღეობით არსებული რთული პერიოდისა, საქართველოს და უკრაინის ურთიერთობები  წარმატებით ვითარდება. უკრაინაში აფასებენ იმ დახმარებას, რომლებსაც ჩვენ საქართველოს ხელისუფლება გვიწევს.

ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია მხარდაჭერა საერთაშორისო ასპარეზზე, ამ მხრივ ჩვენი მიზნები ბოლომდეა თანხვედრაში, რაც გვაძლევს წარმატების მიღწევისათვის ძალისხმევათა გაერთიანების შესაძლებლობას.

ერთობლივი ქმედებებისათვის დიდ შესაძლებლობას იძლევა ჩვენი ქვეყნების მხრიდან ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება და მისი პრაქტიკული იმპლემენტაცია.

ამ ყველაფერისა და საერთო ინტერესების სხვა საკითხების შესახებ მიმდინარეობდა გულახდილი და კონსტრუქციული საუბარი პრეზიდენტ მარგველაშვილის და პარლამენტის თავმჯდომარე უსუფაშვილის რამდენიმე ხნის წინანდელი ვიზიტების დროს.

ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მოცემულ ვითარებაში, ადრინდელის მსგავსად, უკრაინას და საქართველოს ერთმანეთი სჭირდებათ. ჩვენ ქვეყნებს აერთიანებთ არა მხოლოდ მდიდარი და საერთო წარსული, არამედ ბრწყინვალე მომავალიც. ხოლო ჩვენი ხალხების მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა იყო და იქნება მყარი საძირკველი იმისა, რომ უკრაინა-საქართველოს თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება და გამყარდება.

წყარო:  |  Georgianreview ავტორი: ირაკლი ტაბლიაშვილი

ბოლო ინტერვიუები

უკრაინა–საქართველო: თანამშრომლობის და პარტნიორობის გზები | 11 სექტემბერი 2012, 21:01

Інтерв’ю газеті «Вечірній Тбілісі»  
ინტერვიუ | წყარო: «Вечірній Тбілісі» | ავტორი: Василь Цибенко, Посол України в Грузії