უკრაინი საელჩოს საქართველოში

Kyiv 19:43

მ.წ. 24 სექტემბერს საქართველოში უკრაინის საელჩომ მონაწილეობა მიიღო ქალაქ სურამში «ლესიაობის» წოველწლიურ აღნიშვნაში

25 სექტემბერი 2017, 12:23

საქართველოში უკრაინის საელჩომ მონაწილეობა მიიღო «ლესიაობის»  (ლესიას დღეების) წოველწლიურ აღნიშვნაში ქალაქ სურამში, სადაც 1913 წლის 1 აგვისტოს გარდაიცვალა ცნობილი უკრაინელი პოეტი ლესია უკრაინკა.  

ქალაქ სურამის №3 სკოლაში გამართული ღონისძიებათა პროგრამის ფარგლებში, უკრაინის, შვედეთის და ლიტვის დელეგაციების მონაწილეობით, მოსწავლეებმა აღმართეს საქართველოს და უკრაინის დროშები და წაიკითხეს ლ.უკრაინკას და ტ.შევჩენკოს ლექსები უკრაინულ ენაზე. 

ღონისძიების მონაწილეებმა ყვავილებით შეამკეს პოეტის ძეგლი და მოინახულეს ლესია უკრაინკას სახლ–მუზეუმი.

საზეიმო კონცერტში, რომელიც გაიმართა უკრაინის საელჩოს ხელშეწყობით, მონაწილეობა მიიღო უკრაინის დამსახურებული არტისტების  ი.კოტიაშ–ელერდაშვილის და ნ.სადოვსკას დუეტი «Music Bomb».  

 

უახლესი ამბების