უკრაინი საელჩოს საქართველოში

Kyiv 20:26

უკრაინის იძულებით გადაადგილებულ პირთა რიცხვიდან უკრაინული ახალგაზრდობის 25 წარმომადგენლის მონაწილეობა საქართველოში «მომავლის ბანაკში»

14 აგვისტო 2017, 11:18

მ.წ. 7–დან 12 ივლისამდე საქართველოს სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს «ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის» პროგრამის მიხედვით,  უკრაინის იძულებით გადაადგილებულ პირთა რიცხვიდან უკრაინული ახალგაზრდობის 25 წარმომადგენლმა უფასოდ მიიღო მონაწილეობა  «მომავლის ბანაკში» (შაორის ტბა, იმერეთი, დასავლეთ საქართველო).

პროგრამის მიზანია–საქართველოს და სხვა ქვეყნების ახალგაზრდობის აქტიური დასვენების უზრუნველყოფა მრავალფეროვანი კულტურულ–საგანმანათლებლო და შემეცნებით ღონისძიებებში ჩართულობის გზით, აგრეთვე ფიზიკური, სულიერი და ინტელექტუალური პოტენციალის ამაღლების შესაძლებლობის მიცემა, სოციალური ინტეგრაცია, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და საქართველოში ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის ხელშეწყობა.   

ბანაკში ყოფნის დროს უკრაინული ახალგაზრდობა აქტიურად მონაწილეობდა სასწავლო–შეჯიბრებით ტრენინგებში შემდეგი მიმართულებებით:  ნარკომანიის გავრცელებისთვის წინააღმდეგობის გაწევა, მოწევასთან ბრძოლა, გარემოს დაცვა, უსახლკარო ბავშვების პრობლემა, საველე პირობებში გადარჩენა, აგრეთვე მონაწილეობდნენ  «ჩვენი გმირების» ფლეშმობის ჩატარებაში. ბანაკში ყოფნის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ჩაატარა ცალკეული შეხდევდრები ქართული არმიის, სამხედრო განათლების და საერთაშორისო მისიებში სამხედრო კონტინგენტის მონაწილეობის მნიშვნელობის და საქართველოს მიერ მიღებული გამოცდილების შესახებ მონაწილეებისთვის ინფორმაციის მიწოდების მიზნით. აგრეთვე გაიმართა სამხედრო  ტექნიკის და აღჭურვილობის გამოფენა.   

უახლესი ამბების