უკრაინი საელჩოს საქართველოში

Kyiv 19:53

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება დონბასზე სიტუაციის ესკალაციის შესახებ

10 აგვისტო 2015, 18:27

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება დონბასზე სიტუაციის ესკალაციის შესახებ

 უკრაინის საგარეო საქმეთა სამინიტროში ყურადღებას ამახვილებენ რუსეთის მიერ მხარდაჭერილ მებრძოლთა მხრიდან ანტიტერორისტული ოპერაციის ძალების პოზიციებზე პროვოკაციების, სროლის და მიზანმიმართული შეტევების მნიშვნელოვან ინტენსიფიკაციაზე.  მხოლოდ ბოლო რამოდენიმე დღის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა სროლის შემთხვევების რაოდენობა არა მარტო უკრაინის ქვედანაყოფების პოზიციების, არამედ სამოქალაქო ობიექტების მიმართულებით. 10 აგვისტოს მომხდარი მძიმე ბრონირებული ტექნიკის მხარდაჭერით, ტაქტიკური ბატალიონის ჯგუფის, ტანკების და ბტრ–ების იერიში დასახლებ პუნქტის სტაროგნატივკას მიმართულებით, არის სიტუაციის შემდგომი ესკალაციის  შემაშფოთებელი ნიშანი.

რუსული ტერორისტული ჯარის სროლები, შეტევითი ქმედებები, ეუთოს სპეციალური სამონიტორინგო მისიის დამკვირვებლების შეშინება–ეს ყველაფერი არის შეგნებულად არჩეული სახიფათო ხაზის ნაწილი, რომელიც მიმართულია მინსკის მოლაპარაკებების ჩაშლაზე.

უკრაინის პრეზიდენტის დავალებით, საგარეო საქმეთა სამინისტრო გადაუდებლად აცნობებს ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს, ნორმანდიული ფორმატის მონაწილე–ქვეყნებს, ევროკავშირს და ნატოს დონბასზე სიტუაციის გამწვავების და მშვიდობიანი მოგვარების გეგმის ჩაშლის საფრთხის შესახებ. ჩვენ აგრეთვე  ვიმყოფებით მუდმივ კონტაქტში ეუთოს სპეციალურ სამონიტორინგო მისიასთან და ხელს ვუწყობთ იმას, რომ მისიას ჰქონდა თავისი მანდატის შესრულების შესაძლებლობა.  

რუსეთის მხარემ დაუყონებლივ უნდა ჩაატაროს ღონისძიებები, რათა მოხდეს ქმედებების შეჩერება, რომლებიც არიან   უკრაინისთვის  დანგრევის და სიკვდილის მომტანი, საფრთხეს უქმნიან მთელი ევროპული კონტინენტის უსაფრთხოებას და სტაბილურობას.